რომის პაპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიოს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურის საკვირაო ქადაგება ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა. პაპი ფრაცისკე აცხადებს, რომ ვირუსის სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად ერთიანი ძალისხმევაა საჭირო და როდესაც ვაქცინა მზად იქნება, ის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა საკვირაო ქადაგებით საზოგადოებას წმინდა პეტრეს მოედნის ნაცვლად საკუთარი ბიბლიოთეკიდან მიმართა.